გიორგი ვაშაძე: „სტრატეგია აღმაშენებელი“ არანაირ განხილვაში არ არის ჩართული – ოპოზიციურმა პარტიებმა პატივი უნდა სცენ ნებისმიერ განსხვავებულ არჩევანს
„სტრატეგია აღმაშენებელს“ ჩვენი ხედვა და გზა გვაქვს, რომლითაც ჩვენს ევროპელ, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და, პირველ ყოვლისა, ქართველ ხალხთან ვსაუბრობთ. ჩვენ არანაირ განხილვაში არ ვართ ჩართული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ პარლამენტის ბოიკოტს და შემდეგ მის დატოვებას არ გამორიცხავს.
“ნებისმიერი არჩევანი, რასაც გააკეთებს ნებისმიერი ოპოზიციური პარტია, ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ, ისევე – როგორც მათ უნდა სცენ პატივი ნებისმიერ განსხვავებულ არჩევანს. ჩვენ არანაირ განხილვაში არ ვართ ჩართული“, – განაცხადა ვაშაძემ.