პაატა მანჯგალაძე – “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშზე: სასამართლო რეფორმის, სამართალდამცველი ორგანოების რეფორმის და დემოკრატიის სისტემის სტანდარტის აწევის გარეშე ევროპის ნაწილი ვერ გავხდებით

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშს გამოეხმაურა.

„მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც არსი სამოქმედო გზა ევროპაში ინტეგრაციისთვის და რაც არ უნდა აირიდოს „ქართულმა ოცნებამ“ და რაც არ უნდა გაიქცეს კონკრეტული შეთანხმებიდან, მას მაინც მოუწევს სასამართლო რეფორმა, სამართალდამცველი ორგანოების სისტემის რეფორმა და დემოკრატიის სისტემის სტანდარტის აწევა ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ევროპის ნაწილი ვერ გავხდებით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, “ფრიდომ ჰაუსმა” ყოველწლიური ანგარიში „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“ (Nations in Transit) გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საქართველოს მაქსიმალური 100-დან 35 ქულა აქვს მინიჭებული და ის შეფასებულია, როგორც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები