უკრაინელმა მედესანტეებმა ორი რუსული დრონი ჩამოაგდეს
უკრაინელმა მედესანტეებმა ორი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი – Горизонт Эйр S-100 და Орлан-10 ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადესანტო ჯარების სარდლობის პრესსამსახური ავრცელებს
მათივე ცნობით, უკრაინის საჰაერო სივრცე საჰაერო-სადესანტო ძალების საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების სრული კონტროლის ქვეშაა.
“უპილოტო საფრენი აპარატები გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემებით Stinger-ით და Starstreak-ით ჩამოაგდეს. აღსანიშნავია, რომ საჰაერო-სადესანტო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები აგრძელებენ მტრის საკმაოდ ძვირადღირებული საჰაერო სადაზვერვო საშუალებების ოსტატურად ჩამოგდებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge