„პროვოკატორები მიზანს ვერ მიაღწევენ და აზერბაიჯანთან ურთიერთობის დაძაბვა არ მოხდება“

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ ბაქოში მომხდარი ინციდენტი პროვოკაციაა. ფანჯიკიძის შეფასებით, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის დაძაბვა ვიღაცას სურს. „ეს ხდება მაშინ, როცა მიმდინარეობს სპორტული ღონისძიება, მატჩი. ამავე დროს, სპორტის სამინისტროს მოწვევით საქართველოში იმყოფებიან აზერბაიჯანელი ჟურნალისტები. დარწმუნებული ვარ, ეს უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აზერბაიჯანული მხარე დაარწმუნოს იმაში, რომ მათ უკან არც სახელმწიფო და არც ამ გუნდის გულშემატკივრები არ დგანან. ეს იყო ვიღაცის ინდივიდუალური ქმედება, რომელიც ჩემის აზრით, დადგმული პროვოკაცია იყო. ამას ყველა აუცილებლად უნდა გაემიჯნოს და ასეთი საქციელი აუცილებლად უნდა დაგმოს. აზერბაიჯანსა და ჩვენს შორის მეგობრული ურთიერთობაა და ამ ურთიერთობის დაძაბვა ვერ მოხდება. ასეთი პროვოკატორები მიზანს ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები