გიორგი სიგუა: ნიკიტა მარშუნოკისთვის ჯერ არც თანხმობა მითქვამს და არც უარი
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა „კაზანტიპის“ რესპუბლიკის პრეზიდენტისგან ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შეთავაზებას ადასტურებს. „კაზანტიპის“ ვიცე-პრეზიდენტის პოსტს წლიური ანაზღაურებით 100 000 ევრო, გიორგი სიგუა ჯერ არ დათანხმებულა. მისი თქმით, სხვა შეთავაზებებიც აქვს და საჯარო მოხელის პოსტის დატოვების შემდეგ იფიქრებს, სად გააგრძელებს მუშაობას.
გიორგი სიგუამ შეთავაზება „კვირას“ დაუდასტურა. „შეთავაზებას ვადასტურებ. თუმცა ჯერ საჯარო მოხელე ვარ და სხვა სამსახურს ვერ დავიწყებ. თუ სამსახურის შეცვლას გადავწყვეტ, შემდეგ ვიფიქრებ. „კაზანტიპის“ გარდა ძალიან ბევრი შეთავაზება მაქვს. ნიკიტა მარშუნოკისთვის კი ჯერ არც თანხმობა მითქვამს და არც უარი“, – განაცხადა გიორგი სიგუამ.