ვაშინგტონი ზეწოლას ზრდის: ირანთან მოვაჭრე ქვეყნებს აშშ ტარიფებით ემუქრება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანთან სავაჭრო ურთიერთობებს ამყარებს, აშშ-ში ვაჭრობისას 25 % ტარიფით დაისჯება, — ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალური ქსელის Truth Social-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
ტრამპის თქმით, ტარიფი შეეხება ყველა იმ ქვეყანაში წარმოებულ და ირანთან სავაჭრო კავშირებში მყოფ საქონელს, რომელიც აშშ-ში შედის.
ტრამპმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არის წნეხის გაზრდის ნაწილი ირანის მთავრობის მიმართ მასობრივ ანტირეჟიმულ გამოსვლებთან დაკავშირებით, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გრძელხება.
ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ “ყველა ვარიანტი ღია რჩება”, მაგალითად, სამხედრო მოქმედებებიც არ არის გამორიცხული, თუმცა, ვაშინგტონი დიპლომატიას პრიორიტეტად აცხადებს.
როგორც უცხოური მედია წერს, ირანის სავაჭრო პარტნიორებს შორის ნაგულისხმევია ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სხვა ქვეყნები.