„ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი და არის მხნედ; რაიმე კონკრეტული მესიჯი საზოგადოების მიმართ არ დაუბარებია” – ადვოკატი

„ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი და არის მხნედ. რაიმე კონკრეტული მესიჯი საზოგადოების მიმართ არ დაუბარებია”, – ამის შეაახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მათ მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს – სტანდარტულ პროცედურებზე, რომელსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესახლებული პატიმრები გადიან.

“მის მიმართ მოპყრობა არის ნორმალური. ისეთი, როგორიც სხვა ნებისმიერ მსჯავრდებულთან მიმართებით. ეს იყო ჩვენი შეხვედრის მიზანი – დავრწმუნებულიყავით ადვოკატები, რომ მისი უფლებები დაცულია და თავს ნორმალურად გრძნობს. სამარტოო საკანში იმყოფება. შესაბამისად, არის სტანდარტული სიტუაცია”, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები