ლარი კვლავ გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0530 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0530 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0613 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0083 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2930 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3053 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0123 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები