ზურაბ ჭიაბერაშვილი: „ქართული ოცნების“ წევრებს შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მეოთხე პერიოდულ მოხსენებას ეხმაურება. როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წევრებს შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება და სრულიად დამახინჯებულად გადმოსცემენ დოკუმენტის არსს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლთა მიერ გაკეთებული კომენტარები, განსაკუთრებით, ეს ეხება პრემიერ ღარიბაშვილს, სრულიად დამახინჯებულად წარმოადგენენ გაეროს დოკუმენტის არსს. იმის ნაცვლად, რომ მათ ილაპარაკონ რუსეთზე, იმის ნაცვლად, რომ ეს შანსი კიდევ ერთხელ გამოიყენონ ქვეყნის სასიკეთოდ, მათ ისრები გადააქვთ ისევ წინა ხელისუფლებაზე და ცდილობენ, სწორედ ომთან მიმართებაში გაკეთებული დასკვნები ისე წარმოაჩინონ, თითქოს აღნიშნული წამება, გაუჩინარება, ქონების განადგურება, რასაც ადგილი ჰქონდა მთელი ომის ზონაში, 2008 წლის აგვისტოში, ეს ვრცელდებოდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში.
„ქართული ოცნება“ ცდილობს, ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტიც კი გამოიყენოს, ერთი მხრივ, საზოგადოებაში შეცდომაში შეყვანას, მეორის მხრივ, გააგრძელოს შერჩევითი სამართალი“, – აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მართალია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მეოთხე პერიოდული ანგარიში წარმოადგენს პირველად დასკვნას, მაგრამ ის საკმაოდ დასაფიქრებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რადგან საუბარია წარსულში ჩადენილი მძიმე დანაშაულების – ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიების მნიშვნელობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები