“უკრაინაში სპეცოპერაციის შემდეგი ეტაპი იწყება, მნიშვნელოვანი მომენტი იქნება” – ლავროვი

“უკრაინაში რუსული სამხედრო სპეცოპერაციის” შემდეგი ეტაპი იწყება”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია India Today-თან ინტერვიუში განაცხადა.

“აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაცია მიზნად ისახავს, როგორც უკვე გამოცხადდა, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრულ განთავისუფლებას. ეს ოპერაცია გაგრძელდება. ამ სპეცოპერაციის შემდეგი ეტაპი ახლა იწყება და მეჩვენება, რომ ახლა იქნება ამ ოპერაციის მნიშვნელოვანი მომენტი “, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, კრიზისი დიდი ხნის წინ მოგვარებული იქნებოდა, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თანამშრომლობასა და მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე რომ მიდიოდეს.

დიპლომატის თქმით, სტამბოლში შეხვედრის შემდეგ, მოსკოვმა “უკრაინაში სამხედრო ყოფნის კონფიგურაცია შეცვალა და კეთილგანწყობის ჟესტის სახით, ჩერნიგოვისა და კიევის რეგიონებში კონფიგურაცია შევცვალეთ. თუმცა, თქვენ იცით, ეს არ იყო სათანადოდ დაფასებული. ამის მაგივრად, მალევე ბუჩაში დადგმა გაიმართა“.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები