არჩილ თალაკვაძე: ბუჩასა და ირპენში ვნახეთ ომის საზარელი სურათები, რომელიც საღი აზრის, განსჯისა და წარმოსახვის მიღმაა – ჩვენი სრული მხარდაჭერა უკრაინას
ბუჩასა და ირპენში ჩვენ ვნახეთ ომის საზარელი სურათები, რომელიც საღი აზრის, განსჯისა და წარმოსახვის მიღმაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, ბუჩა და ირპინი თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ისტორიას ჰყვებიან.
“ბუჩა და ირპინი თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ისტორიას ჰყვებიან. ჩვენ ვნახეთ ომის საზარელი სურათები, რომელიც საღი აზრის, განსჯისა და წარმოსახვის მიღმაა. დაღუპულთა გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, სრული მხარდაჭერა უკრაინას და უკრაინელ ხალხს ამ მძიმე დღეებში”, – წერს არჩილ თალაკვაძე “ტვიტერზე”.
შეგახსენებთ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში 15-17 აპრილს იმყოფებოდა.
Bucha and Irpin tell the story of heroes fighting 4 freedom. We’ve seen horrible pictures from the war which is beyond any common sense, judgement or imagination. Deep condolences to the victims, and full support to #Ukraine and the Ukrainian nation in these difficult days 🇬🇪🇺🇦 pic.twitter.com/cZ26vCHplS
— Archil Talakvadze (@A_Talakvadze) April 19, 2022