უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.
გიორგი მარგველაშვილმა კანონმდებლებს უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებად ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურები წარუდგინა. მათ დასამტკიცევლად საჭირო იყო სულ მცირე 76 ხმა. კენჭისყრის შედეგად ბაქაქურს მხარი 29 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ზურაბ ძლიერიშვილს – 27-მა. ბაქაქურისა და ძლიერაშვილის კანდიდატურები კომიტეტებში მოწონებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები