მედვედჩუკი პუტინს და ზელენსკის სთხოვს, უკრაინულმა მხარემ ის მარიუპოლის მცველებსა და მოსახლეობაზე გაცვალოს (ვიდეო)

უკრაინის რადას პრორუსი დეპუტატი, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც 12 აპრილს უკრაინაში დააკავეს, პუტინს და ზელენსკის სთხოვს, უკრაინულმა მხარემ ის მარიუპოლის მცველებსა და მოსახლეობაზე გაცვალოს, რომლებიც ახლა მარიუპოლში იმყოფებიან და არ აქვთ საშუალება, ქალაქი ჰუმანიტარული კორიდორით დატოვონ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მის ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ცნობისთვის, უკრაინული მხარის ცნობით, მარიუპოლში ამ დროისთვის დაახლოებით 120 000 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. ქალაქის დაცვას აგრძელებს აზოვის პოლკი და 36-ე საზღვაო ბრიგადის ჯარისკაცები.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები