ლვოვზე სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანია დაღუპული, 8 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია
რუსი ოკუპანტების მიერ ლვოვზე დილით მიტანილ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 6 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, 8 დაშავებულია, მათ შორის ერთი ბავშვია.
ამის შესახებ ინფორმაციას Telegram-ში ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს.
მისი თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, ლვოვში სარაკეტო თავდასხმების სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge