საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.
“პროგრამის დამტკიცების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა. სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰექტრამდე ჩათვლის მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები. ბენეფიციარებს დაერიცხებათ სპეციალურ აგრობარათზე აღნიშნული დახმარება ქულების სახით და მათ შეეძლებათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად. ეს შეეხება დაახლოებით 300000-მდე ფერმერს”, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება 35 მლნ ლარი იქნება. მთავრობა იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროგრამა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოების თვითღირებულებასაც შეამცირებს.