კიევის მეტროპოლიტენის მუშაობა დღეიდან ორი საათით გახანგრძლივდა
კიევის მეტროპოლიტენის მუშაობა დღეიდან ორი საათით გახანგრძლივდა. მეტროპოლიტენი მგზავრებს 06:30 საათიდან 20:00 საათამდე მოემსახურება.
ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო ადმინისტრაცია Telegram-ში ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ყველა ხაზზე მოძრაობის საშუალო ინტერვალი 30 წუთი იქნება.
ამავდროულად, მიწისქვეშა სადგურები ხალხისთვის თავშესაფრად 24-საათიან რეჟიმში დარჩება.
კიევის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მეტროს მუშაობის განრიგში ცვლილება შესაძლოა, ოპერატულად იყოს მიღებული.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge