პოდოლიაკი: ლვოვში ყველა რაკეტა სამოქალაქო ობიექტებს მოხვდა
ლვოვში სარაკეტო თავდასხმების სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.
როგორც მან Twitter-ში დაწერა, რუსები ჰაერიდან უკრაინული ქალაქების დაბომბვას აგრძელებენ.
„ძველი ევროპული ლვოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ერთდროული ხუთი მძლავრი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. რუსები ჰაერიდან უკრაინის ქალაქების ბარბაროსულ თავდასხმას აგრძელებენ და მთელ მსოფლიოს ცინიკურად უცხადებენ თავიანთ „უფლებას”, მოკლან უკრაინელები“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
რუსმა ოკუპანტებმა ლვოვი დილით დაბომბეს.
სავარაუდო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge