ზელენსკი: რუსეთი ცდილობს, უკრაინას ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები მოწყვიტოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის მსგავსად, უკრაინას ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მოწყვეტას ცდილობს.

ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში თქვა.

„დემოკრატიულმა სამყარომ უნდა უპასუხოს იმას, რასაც რუსული ჯარები სამხრეთ უკრაინაში აკეთებენ – ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. იქ აშენებენ კედლებს, იტაცებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, აშანტაჟებენ მასწავლებლებს, იპარავენ პენსიებს, ბლოკავენ და იპარავენ ჰუმანიტარულ დახმარებას, ადამიანები შიმშილამდე მიჰყავთ. რუსეთი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის მსგავსად, უკრაინისგან ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების მოწყვეტას ცდილობს. ამ რეგიონების რუსული რუბლით ოკუპაციის მცდელობაზე, პასუხი უნდა იყოს რუსული საბანკო და ფინანსური სისტემების სრული სანქციებით მოცვა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან სამხრეთ უკრაინის მცხოვრებლებს მიმართა, რომლებიც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძვიან: „გააპროტესტეთ ბრძანებები… არ ითანამშრომლოთ მათთან, გააპროტესტეთ. ჩვენ უნდა გავუძლოთ ამას, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს უკრაინის სხვა ქალაქებში სიცოცხლის დასახიჩრება, როგორც დონეცკსა და ლუგანსკში”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები