საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი შეაფასა.
“შეხვედრა ქვეყნისადმი სოლიდარობის გამოხატვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამავე დროს, ცალსახად გამოიკვეთა ის ტენდენცია, შეიქმნა ძალიან მყარი საფუძველი, რომ ის გაუგებრობები რაც იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის თუ სრულად არა მნიშვნელოვანწილად მოგვარებულია. ამიტომ ორმაგად მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და ვფიქრობ, რომ თავისი ფუნქცია წარმატებით შეასრულა”,- აღნიშნა სერგეენკომ.