უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, მძიმედ დაშავდა ერთი
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ასევე დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ვანო ნადირაძე ავრცელებს.
„ქართველ პარტიზანებს და ჩვენ საძმოს მძიმე დღე გვაქვს, დაგვეღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაგვეჭრა ზურა მუშუქია რუბეჟნოიში გაწმენდის დროს“,- წერს ვანო ნადირაძე.
შეგახსენებთ, უკრაინაში უკვე 7 ქართველი მებრძოლია დაღუპული.