სერგო ჩიხლაძე – სუს-ის გამოძიებაზე: შევეჩვიეთ ხელისუფლებისგან, არცერთი კვირა არ გადის ისე, რომ ახალი შეთქმულება არ დაანონსდეს
შევეჩვიეთ ხელისუფლებისგან, არცერთი კვირა არ გადის ისე, რომ ახალი შეთქმულება არ დაანონსდეს, უბრალო ტრენინგი შეთქმულებად ეჩვენებათ, სემინარი – გადატრიალებად, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ “ნაცმოძრაობის” მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე სუს-ში დაწყებული გამოძიების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” ამით მთავარი თემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს, თუმცა, ეს მეთოდი სულ უფრო ნაკლებად მუშაობს.
„სამწუხაროდ, შევეჩვიეთ ხელისუფლებისგან. არცერთი კვირა არ გადის ისე, რომ ახალი შეთქმულება არ დაანონსდეს, ხან უბრალო ტრენინგი შეთქმულებად ეჩვენება, სემინარი – გადატრიალებად და ა.შ. ამიტომ არანაირი სერიოზული საფუძველი ამ განცხადებას არ აქვს. ეს სჭირდებათ მათ გარკვეული თემების გადასაგორებლად, ყურადღების გასაფანტად. ჩემი პირადი დაკვირვებით, ეს რაღაც პერიოდი ზოგჯერ მუშაობდა (საზოგადოებაში), მაგრამ, ასევე ჩემი ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ შიდა კვლევებით მიიღო პასუხი, რომ სულ უფრო ნაკლებად მუშაობს მსგავსი თემები, ამიტომ, ვურჩევდი, შეცვალონ ტაქტიკა, სხვა გზა აირჩიონ ყურადღების გასაფანტად”, – განაცხადა ჩიხლაძემ.