პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, დელეგაცია უკრაინაში, სავარაუდოდ, დღეს გაემგზავრება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, რვა დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია უკრაინაში, სავარაუდოდ, დღეს გაემგზავრება.
მმართველი პარტია და ოპოზიცია თანხმდება, რომ ასეთ ვითარებაში უკრაინაში ჩასვლა მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც “ქართულ ოცნებასთან” ერთად უკრაინაში გამგზავრებაზე უარი თქვა, პარტიაში მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდის განსაკუთრებით ბოლოდროინდელი განცხადებების შემდეგ, ერთ დელეგაციაში ყოფნა მათთვის მიუღებელია. ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის“ ეს პოზიცია უადგილოა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge