ბექა ოდიშარია – “ნაცმოძრაობაზე”: სადაც ქართული სახელმწიფოს საქმე კეთდება, იქ მათი ადგილი ვერ გამოიძებნა, თავი ისევ თამაშგარე სიტუაციაში დაიტოვეს
როგორც ყოველთვის, იქ, სადაც ქართული სახელმწიფოს საქმე კეთდება, იმ ბორტზე „ნაცმოძრაობის“ ადგილი ისევ ვერ გამოიძებნა, მათ ისევ დაიტოვეს თავი თამაშგარე სიტუაციაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, დელეგაციის შემადგენლობას ზედმეტი განხილვები და ემოციები მოჰყვა.
“საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში მიემგზავრება იმისათვის, რომ გამოხატოს თავისი სოლიდარობა. ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახის მხარდაჭერა. დელეგაციის შემადგენლობას, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ზედმეტი ემოციები და განხილვები მოჰყვა. ყოველგვარი პირობის გარეშე უნდა იყოს წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტის.
როგორც ყოველთვის, იქ – სადაც ქართული სახელმწიფოს საქმე კეთდება, იმ ბორტზე “ნაციონალური მოძრაობის” ადგილი ისევ ვერ გამოიძებნა, მათ ისევ დაიტოვეს თავი თამაშგარე სიტუაციაში, თუმცა, ვფიქრობ, ამით არ დაზარალდება არც ქართული სახელმწიფო და არც “ქართული ოცნება,” – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.