ომბუდსმენის ანგარიშზე დადგენილების პროექტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
სახალხო დამცველის ანგარიშზე დადგენილების პროექტს პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს. სახალხო დამცველის მოსმენა გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის გამოც კანონმდებლებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ომბუდსმენის 2013 წლის ანგარშზე კენჭისყრა დღეს ჩაატარონ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კიდევ ერთხელ გამოხატა უპატივცემულობა ამ ინსტიტუტის მიმართ.
“ის ფლანგი, სადაც ისინი სხედან, ცარიელი იყო. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს უპატივცემულობა ამ ინსტიტუტის მიმართ. იმ რეკომენდაციებით, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ, გამოვხატეთ პატივისცემა სახალხო დამცველის მიმართ. დღევანდელი დებატებიც ცხადყოფს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა გვაქვს “ნაციონალური მოძრაობისგან”, – განაცხადა ეკა ბესელიამ და აღნიშა, რომ ხელისუფლება ამკვიდრებს იმის კულტურას, თუ როგორ უნდა სცე პატივი სახალხო დამცველს.