ზაალ ანჯაფარიძე: ხალხის უმრავლესობა „რევოლუციების“ სატყუარაზე აღარ ეგება, მითუმეტეს, როდესაც მათ ავანგარდში ოდიოზური ფიგურები არიან

„მას შემდეგ რაც პოლიტიკურად მორალურად გაკოტრებულ ოპოზიციას, რომელიც დესტაბილიზაცია-რევოლუციებში ეძებს გადარჩენის გზებს, კუდზე ფეხი მწარედ დააჭირეს და ამხილეს მორიგი რევოლუციისთვის მზადებაში, დაიწყეს თავის მოსაწყლება, რას ამბობთ ჩვეულებრივი „ვორქშოპი“ იყოო“, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ეტყობა ოპოზიციას საკუთარი ინტელექტუალური რესურსი არ ჰყოფნით, თორემ პიტერ აკერმანს არ ჩამოიყვანდნენ იმ სიშორიდან.

„მას შემდეგ რაც პოლიტიკურად მორალურად გაკოტრებულ ოპოზიციას, რომელიც დესტაბილიზაცია-რევოლუციებში ეძებს გადარჩენის გზებს, კუდზე ფეხი მწარედ დააჭირეს და ამხილეს მორიგი რევოლუციისთვის მზადებაში, დაიწყეს თავის მოსაწყლება, რას ამბობთ ჩვეულებრივი „ვორქშოპი“ იყოო. ეტყობა საკუთარი ინტელექტუალური რესურსი არ ჰყოფნით, თორემ პიტერ აკერმანს არ ჩამოიყვანდნენ იმ სიშორიდან.

თუმცა, როგორც თავად აკერმანი წერს ტრენინგის მონაწილეებისათვის დარიგებულ მის წიგნში, „ხავერდოვანი რევოლუციების“ წარმატებულობის რეიტინგი განუხრელად ეცემა. ეს იმიტომ რომ 1/ სახელმწიფოები და მათი  ინსტიტუტები მომძლავრდნენ 2/ ხალხის უმრავლესობა „რევოლუციების“ სატყუარაზე აღარ ეგება, მითუმეტეს, როდესაც მათ ავანგარდში ოდიოზური ფიგურები არიან“, –  წერს ანჯაფარიძე Facebook -ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები