დღეს საჯარო სამსახურებში მუშაობა იწყება 10 საათზე, გამოვდივარ ინიციატივით სამუშაო საათები დაიწყოს 9 საათზე, რადგან მიმაჩნია, რომ10 საათი არის გვიან, – ეს ინიციატივა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განმარტა, რომ აღნიშნული ინიციატივა რა თქმა უნდა არ ეხებათ უწყებებს, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული რეჟიმი. ესენია – შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი, სასჯელაღსრულება. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს მოუწოდა განიხილონ აღნიშნული ინიციატივა და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა საჯარო უწყებებში მოხდეს მუშაობის უფრო ადრე დაწყება.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=5-_ToW7aaZQ&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]