თბილისში მშენებლობაზე დაღუპული ახალგაზრდას ვინაობა ცნობილია
თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე დაღუპული ახალგაზრდა 27 წლის ჯაბა ქამადაძეა.
ექსპერტიზიდან ის უკვე სოფელ ხიხანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.
როგორც ირკვევა, უბედური შემთხვევა შიდა სამუშაოების დროს მოხდა, რა დროსაც სამშენებლო ამწეს კალათა მოწყდა.