ალექსანდრე დარახველიძე ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან, კაირატ აბდრახმანოვთან შეხვედრა გამართა.

შსს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ქეთევან ციხელაშვილი.

„ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა სათანადო და ეფექტიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის უზრუნველსაყოფად სამინისტროში განხორციელებულ ღონისძიებებს.

ეუთო-ს უმაღლესმა კომისარმა დადებითად შეაფასა სამინისტროში გატარებული რეფორმები და იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულ სახელმწიფოებს საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებას გაუზიარებს.

შეხვედრის დასასრულ, ალექსანდრე დარახველიძემ კაირატ აბდრახმანოვს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ეუთო-ს ინსტიტუტებთან თანამშრომლობა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები