რუსთავი-თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები დაინიშნა

 

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები დაინიშნა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

რუსთავის მერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავ-თბილისის მარშრუტზე მგზავრობის გაძვირების გამო იქნა მიღებული.

“მოსახლეობის და განსაკუთრებით სტუდენტების მოთხოვნა იყო მრავალი წლის განმავლობაში, რომ შექმნილიყო ალტერნატიული ტრანსპორტი თბილისი-რუსთავის მიმართულებით და დღეს დილიდან უკვე შევძელით დაგვენიშნა ახალი ავტობუსები.

რუსთავი-თბილისის ტრანსპორტზე ფასის ზრდიდან გამომდინარე, ფორსმაჟორულს სიტუაციაში გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით ივლის ავტობუსი M3 კატეგორია”, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

მისი თქმით, მგზავრთა აყვანა რუსთავის შემოსასვლელიდან მოხდება და ბოლო გაჩერება თბილისში მეტრო „ისანი“ იქნება.

რუსთავის მერის განცხადებით, ჯერჯერობით წინასწარ განსაზღვრული არა რამდენი ერთეული ავტობუსი მოემსახურება რუსთაველებს.

რაც შეეხება მგზავრობის ტარიფს, მგზავრობის საფასური სტუდენტებისთვის 50 თეთრი იქნება, ხოლო სტანდარტული ტარიფი 1.50 ლარია.

რუსთავის გასასვლელიდან პირველი ავტობუსი  07:00 საათისათვის გავა, ამ ეტაპზე იქნება 20 წუთიანი ინტერვალები, ვფიქრობთ, რომ ბოლო ავტობუსი დედაქალაქიდან 23:00-ზე გამოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები