კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 24 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი, რომელსაც ახალგაზრდა ბიჭი მართავდა, მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები