თბილისში, ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 90-მდე შეტყობინება შევიდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, თბილისის მასშტაბით, ძლიერი ქარით გამოწვეული უამინდობის გამო, დღეს 90-მდე შეტყობინება შევიდა.
”დღის განმავლობაში დაახლოებით 90-მდე შეტყობინება შემოვიდა. შემთხვევების ნაწილზე მაშველებმა უკვე მოახდინეს რეაგირება, ხოლო ნაწილზე შესაბამისი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს”, – განუცხადეს “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ამასთან, “კვირას” ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ვარკეთილში ორ ქალს ხე დაეცა. გარდა ამისა, დედაქალაქის მასშტაბით, ქარმა ხეებს ტოტები მოგლიჯა, დაზიანებულია ავტომობილები.