“უკრაინაში კვერცხის, ქათმის, რძისა და ბოსტნეულის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის” – აგრარული პოლიტიკის სამინისტრო
უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის მოადგილე, ტარას ვისოცკი აცხადებს, რომ ქვეყანაში ქათმის კვერცხის, ფრინველის ხორცის, რძისა და ბოსტნეულის დეფიციტი არ შეიქმნება.
ამის შესახებ მან ტელეეთერში თქვა.
მისი თქმით, ფრინველის დახოცვის შემთხვევაშიც კი, ქვეყანას დეფიციტი არ შეექმნება, რადგან რუსეთის შეჭრამდე კვერცხის 40%-ის ექსპორტი მოხდა.
„ამ ობიექტების განადგურების შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვსაუბრობთ ექსპორტის შემცირებაზე, მაგრამ შიდა ბაზარზე დეფიციტი არ იქნება. ანალოგიური ვითარებაა ფრინველის ხორცის ან რძის წარმოებაში: ზარალი, რომელიც განვიცადეთ, შეიძლება 10-15%-მდე იყოს და ეს, პირველ რიგში, ექსპორტის შემცირებას ეხება, მაგრამ შიდა ბაზარზე დეფიციტს არ გამოიწვევს“, – განაცხადა ვისოცკიმ.
მისი თქმით, წელს ქვეყნის დასავლეთში კომბოსტოს, სტაფილოს, ჭარხლის, კარტოფილის მოსაყვანი ადგილები გაფართოვდება.
„ეს კი მოგცემს შესაძლებლობას, გადავფაროთ ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთით ბოსტნეულის მოყვანის შემცირება”, – თქვა მინისტრმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge