ოკუპანტებმა ბუჩასთან ოჯახი ჩაცხრილეს – მოკლულია ორი ბავშვი და სამი ქალი
კიევის პოლიციის ინფორმაციით, ბუჩას რაიონში ოკუპანტების მიერ დაცხრილული ავტომობილი იპოვეს, რომელშიც ცხედრები აღმოჩნდა.
უკრაინული მედიის ცნობით, დაღუპულია სამი ქალი და ორი ბავშვი, რომელთა ასაკიც 14 და 2 წელია.
არსებული ინფორმაციით, მარტის შუა რიცხვებში აგრესორის შეტევის დროს ადგილობრივები ევაკუირებას ცდილობდნენ, რა დროსაც ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს.
გადარჩა მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა. მძღოლი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge