გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირმა ზუსტად იცის, საქართველოში როგორ მიმდინარეობს რეფორმები, რა წარმატებები არსებობს

“ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის ის პასუხები, რასაც ჩვენ გავცემთ იმ კითხვებს, რომელიც დღეს ევროკავშირიდან მოვა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა ზუსტად იცის, საქართველოში როგორ მიმდინარეობს რეფორმები და რა წარმატებები არსებობს ქვეყანაში.

“ევროკავშირმა ზოგადად ძალიან კარგად იცის ის პასუხები, რასაც ჩვენ გავცემთ იმ კითხვებზე, რომლებიც დღეს ევროკავშირიდან მოვა. ძალიან ბევრი წელია, ევროკავშირმა ზუსტად იცის, საქართველოში როგორ მიმდინარეობს რეფორმები, რა წარმატებები არსებობს. მათი შეფასებაა, რომ საქართველო პრაქტიკულად მთელი თავისი ცხოვრებით, ინსტიტუტებით, პროცესებით, რეგიონში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე გამოწვევებთან გამკლავებით – არის თავსებადი ევროკავშირთან”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარს დღეს გადასცემს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები