მაკრონი ლე პენის წინააღმდეგ: საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს
დღეს, 10 აპრილს, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დაიწყო, სადაც ისევე როგორც ოთხი წლის წინ, ფავორიტები ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, Reuters ავრცელებს.
ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, საზოგადოებრივი გამოკითხვა მიუთითებდა მაკრონის გამარჯვებაზე, რომელსაც ხელი შეუწყო მისმა აქტიურმა დიპლომატიამ უკრაინაში, ეკონომიკის მკვეთრმა გაძლიერებამ და ოპოზიციის სისუსტემ.
კენჭისყრა 19:00 საათამდე გაგრძელდება, სანამ პირველი ეგზიტპოლი გამოქვეყნდება. ასეთი გამოკითხვები, როგორც წესი, საფრანგეთში ძალიან სანდოა.