პარლამენტის აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა
ტექნიკური პრობლემა პარლამენტში – რიგგარეშე სესიის პირველი ნაწილი, სხდომათა დარბაზის ნაცვლად, საკომიტეტო დარბაზში ჩატარდა. მიზეზი ელექტროსისტემის მწყობრიდან გამოსვლა გახდა, რის გამოც სესიის გასამართად საჭირო აპარატურა არ მუშაობს. შექმნილი სიტუაციის გამო, კანონმდებლებმა საკომიტეტო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტი განიხილებოდა.