შოლცი – პუტინს: შენ საკუთარი ქვეყნის მომავალს ანადგურებ
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართა. შოლცის თქმით, პუტინს სჩვევია იმპერიული აზროვნება.
„შენ საკუთარი ქვეყნის მომავალს ანგრევ“, – მიმართა მან რუსეთის პრეზიდენტს.
შოლცმა პუტინს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი და გამოიყვანოს საკუთარი ჯარი უკრაინიდან. მან ასევე შეახსენა, რომ დასავლეთის სანქციები უკვე ძალიან მოქმედებს რუსეთი ეკონომიკურ განვითარებაზე.