მხოლოდ პუტინს შეუძლია შეაჩეროს ომი, ამიტომ საჭიროა მოლაპარაკებები – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ომის შეწყვეტის ერთადერთი გზა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაა, “ვინაიდან მხოლოდ მას შეუძლია შეწყვიტოს ომი”. აღნიშნულის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„დღეს უკრაინას არ რჩება არაფერი სხვა, გარდა მოლაპარაკებების მაგიდისა. რუსეთში სხვა არავის შეუძლია ამ ომის შეწყვეტა. მხოლოდ ის ერთი წყვეტს, როდის დასრულდება ეს ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მან რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სისასტიკეებზე უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებში ისაუბრა და აღნიშნა: „ზიზღს განვიცდი რუსეთის და რუსი ჯარისკაცების მიმართ. როდესაც ამ სურათებს ვხედავ საკუთარი თვალებით. მოკლულ ბავშვებს, ხელების და ფეხების გარეშე. ეს საშინელებაა“.
მისი თქმით, უკვე ტირილიც აღარ შეუძლია.