იუსტიციის მინისტრმა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს

რატი ბრეგაძემ ალექსანდრე ვინიკოვს იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახ „გაგრაში“ უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრმა სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილა. საუბარი შეეხო ქვეყნის დეოკუპაციის სამართლებრივ მექანიზმებს და სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას ამ პროცესის წარმართვისათვის.

რატი ბრეგაძემ და ალექსანდრე ვინიკოვმა ნატო-ს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები