საგარეო უწყება – კრამატორსკის სადგურის დაბომბვაზე: მკაცრად ვგმობთ მორიგ სასტიკ თავდასხმას უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში, ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

უწყება მკაცრად გმობს მორიგ სასტიკ თავდასხმას უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ.

„აბსოლუტურად გამანადგურებელია იმის ნახვა, როგორ ახორციელებს რუსეთი დარტყმას კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, რომელიც მოქალაქეების ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ მორიგ სასტიკ თავდასხმას უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტოს განცხადებაში, რომელიც „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე ავიაიერიში განახორციელეს. ოკუპანტებმა სადგურს ისკანდერის ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. დაღუპულია 50 ადამიანი, რომელთაგან 38 სადგურზევე დაიღუპა, ხოლო 12 საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები