სალომე ზურაბიშვილი – რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა ადამიანის უფლებების დარღვევაა

რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა ადამიანის უფლებების დარღვევაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისივე თქმით, ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში ბნელ ფურცლად დარჩება.

„ამგვარი ძალადობა დარჩება ბნელ ფურცლად კაცობრიობის ისტორიაში. ჩადენილია კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაული. დიდება უკრაინას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე ავიაიერიში განახორციელეს. ოკუპანტებმა სადგურს ისკანდერის ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. დაღუპულია 50 ადამიანი, რომელთაგან 38 სადგურზევე დაიღუპა, ხოლო 12 საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები