სერგეენკო – ბუჩაში პაპუაშვილის მიწვევაზე: უკრაინისთვის ნებისმიერი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

არ ვიცი, რამდენად შეცვლის მოვლენების განვითარებას ეს ვიზიტი, თუმცა, ვადასტურებ, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ უკრაინის რადას თავმჯდომარის მიერ შალვა პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ის რეალობა, რაც იყო ბუჩაში და რაც ხდება სხვა ქალაქებში, არაადამიანობაა.

“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევაზე უკრაინაში მე ოფიციალური წერილი არ მინახავს, თუმცა, ჩემი მოსაზრება შემიძლია, გაგიზიაროთ, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ის რეალობა, რაც იყო ბუჩაში და რაც ხდება  სამწუხაროდ, სხვა ქალაქებში, არაადამიანობაა. მე არ ვიცი, რამდენად შეცვლის მოვლენების განვითარებას ეს ვიზიტი, თუმცა, ვადასტურებ ჩემს მოსაზრებას, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია”, – განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისათვის, საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რადას თავმჯდომარისგან ბუჩაში ჩასვლის მიწვევა მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები