გია ცაგარეიშვილი: “ნაცმოძრაობა”, “პატრიოტთა ალიანსი” და სხვა მოხარკე ორგანიზაციები ერთ ინტერესს ატარებენ, რაც ქვეყნის მომავალს ვნებს და ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას

პატრიოტთა ალიანსი” “ნაციონალური მოძრაობის” ფერხულში ჩადგა მაშინ, როდესაც ამ მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. ამ ორი ორგანიზაციის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და ამჯერადაც, რა თქმა უნდა, დაემთხვა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო ნეიტრალიტეტის თაობაზე “პატრიოტთა ალიანსი“ სწორედ იმ რიტორიკას აჟღერებს, რაზეც თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომათა დარბაზში ისაუბრა.

“ამ თემაზე ხმაშეწყობილად საუბარი ნიშნავს იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, “პატრიოტთა ალიანსი” და სხვა მოხარკე ორგანიზაციები “ნაციონალური მოძრაობისა”, ერთ თარგზე გამოჭრილები, ერთ ინტერესს ატარებენ, ეს ინტერესები ავნებს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას.

ნეიტრალიტეტის თემა მიხეილ სააკაშვილმა შემოაგდო. ამ თემაზე საუბარი ხელისუფლებას არ დაუწყია და არც დაიწყებს, ეს გამორიცხულია! თემა “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისგან წამოვიდა და თემაზე “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საუბრობდნენ და შემდეგ ამ პარტიის მოხარკე ოპოზიციური პარტიებიც ფერხულში ჩადგნენ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები