პარლამენტში აცხადებენ, რომ შალვა პაპუაშვილს უკრაინის რადას თავმჯდომარის ოფიციალური მიწვევა არ მიუღია

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს უკრაინის რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის ოფიციალური მიწვევა არ მიუღია.

როგორც საქართველოს პირველ არხს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, მიწვევა პარლამენტში არ შესულა.

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა დღეს განაცხადა, რომ ბუჩას ტრაგედიის სანახავად უკრაინის რადას თავმჯდომარემ პარლამენტარები მიიწვია. კასიანოვის თქმით, რუსლან სტეფანჩუკის მიწვევა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები