საქართველოს პარლამენტმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის მოადგილეს, ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორს, მირიანა სპოლიარიჩ ეგერის უმასპინძლა

პარლამენტში საქართველოში ვიზიტით მყოფ, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის მოადგილეს, ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორს, მირიანა სპოლიარიჩ ეგერის უმასპინძლეს.

პარლამენტის ინფორმაციით, სტუმარს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა და პარლამენტის აპარატის უფროსმა – ქეთევან კვინიკაძემ პარლამენტის სასახლე დაათვალიერებინეს და მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული საქმიანობების შესახებ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, უნივერსალური დიზაინის პრინციპებით გვემოქმედა და პარლამენტის ადაპტირება მომხდარიყო ყველა კატეგორიისა და საჭიროების მქონე შშმ პირებისათვის, რომ მათ ჰქონოდათ წვდომა როგორც ინფრასტრუქტურაზე, ისე – ინფორმაციაზე.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, ამ მხრივ, დღესაც საჭიროა ჩვენი მუშაობის გაძლიერება და დღესაც ვმუშაობთ სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც უკვე საქართველოს პარლამენტის აპარატი შეიმუშავებს და ეს იქნება ერთ-ერთი სამაგალითო, თუ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა როგორ უნდა განახორციელონ მისაწვდომობა უნივერსალური დიზაინის დაცვის პრინციპებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე ჩვენ შშმ პირთა თემთან კოორდინაციით ვმუშაობთ და პროცესიც იმართება შესაბამისად”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რატი იონათამიშვილმა და ქეთევან კვინიკაძემ მირიანა სპოლიარიჩ ეგერის შენობის ადაპტაციის, შშმ პირებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაძლიერების და საქართველოს პარლამენტის თანამშრომელთა შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

სტუმარმა დაათვალიერა ადაპტირების გეგმის ფარგლებში დამონტაჟებული ელექტრო ამწე პლატფორმები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის მოწყობილი ტაქტიკური ბილიკები და საფეხურები. გაეცნო ინფორმაციას პარლამენტის ვებ-გვერდის სრულად ადაპტირების და თანამშრომელთა იმ სპეციალური უნარების შესახებ, რომელიც პარლამენტის თანამშრომელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის დროს სრულყოფილი სერვისის განსახორციელებლად სჭირდება.

„ძალიან დიდი შრომა აქვს გაღებული საქართველოს პარლამენტს პარლამენტის შენობის ადაპტაციასთან დაკავშირებით. რაც საკმაოდ რთული იყო, რადგან საუბარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაზე და, შესაბამისად, დამატებით რესურსებს ითვალისწინებდა ეს სამუშაოები. გვეამაყება მიღწეული შედეგები.

აღსანიშნავია ახალი ვებ-გვერდი, რომელიც სრულად ადაპტირებულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართულობის კუთხით. ვებგვერდი მრავალ დისტანციურ სერვისს ითვალისწინებს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, დისტანციურადაც ჩაერთონ საპარლამენტო ცხოვრებაში”, – განაცხადა ქეთევან კვინიკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები