გიორგი ტყემალაძე: ჩვენ ვალდებულები ვართ, 9 აპრილს დაღუპული გმირების სახელები მომავალ თაობებს შემოვუნახოთ

„ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. 9 აპრილს გმირულად დაღუპულებმა მართლაც შექმნეს უახლესი ისტორია. მათ თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. ეს არის როგორც ტკივილის, ტრაგიკული დღე, ასევე, დიდი გამარჯვების, ერთიანობის დღე“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე, რომელზეც 9 აპრილს დაღუპული გმირების სახელობის ქუჩების სახელდების საკითხები განიხილეს.

მისი თქმით, საკრებულოსთვის დიდი პატივია საქართველოსთვის თავდადებული, 9 აპრილს დაღუპული გმირების სახელების უკვდავყოფა.

„ათეული წლების შემდგომ, დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია ასეთი გმირების დაფასება. ჩვენ ვალდებულები ვართ, ამ ადამიანების სახელები მომავალ თაობებს შემოვუნახოთ“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, თბილისში 9 აპრილის მოვლენების შედეგად დაღუპული ყველა გმირის სახელობის ქუჩა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები