პრემიერმინისტრმა მარნეულის სოფელ დიოკნისში სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის სოფელ დიოკნისში იმყოფებოდა, სადაც კახაძეების ოჯახის სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურს მეურნეობის მეპატრონემ, იური კახაძემ უმასპინძლა. ოჯახმა ,,აწარმოე საქართველოში” პროექტის ფარგლებში, 5000 ლარის დაფინანსება მიიღო და სასათბურე მეურნეობა მოაწყო. სათბურში, სეზონის შესაბამისად, გამოჰყავთ სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულის ჩითილები.

ამასთან, ოჯახს გაშენებული აქვს ალუჩის ბაღი და მოსავალს მარნეულის სასურსათო ქარხანაში აბარებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სოფელ დიოკნისში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. დასრულების ეტაპზეა სასმელი წყლის პროექტი, რის შემდეგაც დაგეგმილია სოფლის შიდა გზების მოწესრიგება. სოფელს უკვე აქვს ევროპული სტანდარტების სკოლა, სადაც აზერბაიჯანელი და ქართველი მოსწავლეები ქართულ სექტორზე ერთად სწავლობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები