ანდრეი კასიანოვი: უკრაინის რადას თავმჯდომარემ პარლამენტარები ბუჩის ტრაგედიის სანახავად მიიწვია
სტეფანჩუკმა ყველა პარლამენტარს, მათ შორის, შალვა პაპუაშვილს მიმართა, ბუჩაში ჩამოვიდნენ, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ პარლამენტარებს მიწვევა გაუგზავნა, რათა ბუჩის ტრაგედია საკუთარი თვალით ნახონ.
„უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, ბატონმა სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს, ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაული. შესაბამისი მოწვევა ასევე მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა“, – განაცხადა კასიანოვმა.