უკრაინის დროებითი რწმუნებული: საქართველოში უკრაინის 20 723 მოქალაქე იმყოფება, მათ შორის, 4 500 ბავშვი

საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 723 მოქალაქე იმყოფება. დაახლოებით, 4 500 არის ბავშვი, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქეებს პრობლემები არ ექმნებათ, რადგან მათ დასახმარებლად მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.

„ინფორმაციის შესაბამისად, რომელსაც უმაღლესი კომისრის ოფისიდან ვიღებთ, 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 723 მოქალაქე იმყოფება. დაახლოებით 4 500 არის ბავშვი.
პრობლემები არ გვაქვს. ვმუშაობთ განათლების მიმართულებით, ასევე, მერიასა და ტურიზმის სააგენტოსთან. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები