ირაკლი ალასანია: დიდი ფინანსური ზიანი საქართველოს არ ექნება

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, რუსეთის მხრიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერებით საქართველოს ძალიან დიდი ფინანსური ზიანი არ ექნება. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთის ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან.
“ეს დეკლარირებულად განაცხადა რუსულმა მხარემ. ტრაგედიას ვერ ვხედავ. ჩვენ მსოფლიო სავაჭრო წესებით ვიხელმძღვანელებთ. ორივე მხარე არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. აქედან გამომდინარე ამ რეგულაციებით მოხდება ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება. მგონია, რომ ჩვენს პროდუქციას უფრო დიდი მომავალი აქვს და უფრი დიდი გასაღება ექნება ევროპულ ქვეყნებში. ასოცირების შეთანხმება სწორედ ამის საშუალებას მოგვცემს ორიენტირებული ვიყოთ ძირითად ახალ ბაზრებზე. ვფიქრობ, რომ ტრაგიკული, ძალიან დიდი ფინანსური ზიანი საქართველოს არ ექნება”, – განაცხადა ალასანიამ.
რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აჩერებს. “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებას.
საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 1994 წლის 3 თებერვალს მოეწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები